1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მართა მერაბის ასულ გოგორიშვილს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ინაშაურსა და ბზვანში მდებარე 9 დესეტინა, 675 კვადრატული საჟენი ზვარი, სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა