1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ოტიას ძე ერისთავს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ამაღლებაში, ინაშაურსა და უხუთში მდებარე 67 დესეტინა, 750 კვადრატული საჟენი ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა