1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პელაგია ნიკოლიზის ასულ ფაღავას ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ფარცხანაყანევსა და ბაშში მდებარე 30 დესეტინა და 216 კვადრატული საჟენი საძოვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა