1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მანუილ დიმიტრის ძე ჩხეიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ ქვედა საქარაში მდებარე 5 დესეტინა და 520 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა