1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტარიელ ალექსანდრეს ძე დადიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრის სოფელ მუხურში მდებარე 30 დესეტინა ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა