1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე მერაბი ასულ ჩხეიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მესხეთისა და გეგუთის ქუჩებს შორის მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 155 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა