1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ლაზარეს ძე ბედიასა და ხახუ დავითის ძე თოფურიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ლევაშოვის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 16,6 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა