1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე და მიხაილ გიორგის ძე გეგიძეებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდათ სენაკის მაზრის დაბა ორპირში მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი, 2 დესეტინა და 44 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა