1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ ახმეტაში მცხოვრებ გლეხებს მამასახლისები და მათი ხელქვეითები ვალის გადაუხდელობის გამო ოჯახში უვარდებოდნენ და თანხის სანაცვლოდ პური, ქვაბი და სხვა ნივთები გაჰქონდათ, რომლებსაც დუქნებში აგირავებდნენ, აღებული თანხით კი არაყსა და ღვინოს ყიდულობდნენ. დაგირავებული ნივთები 2 კვირის განმავლობაში მედუქნესთან ინახებოდა და თუ მეპატრონე თავის კუთვნილ ნივთს ვერ გამოისყიდდა, მედუქნე მათ თელავში გზავნიდა გასაყიდად.

წყარო: ივერია, 1877 | 27 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა