1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ირაკლი ალექსანდრეს ძე აფხაზის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და სათიბი მიწები, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ეზოთი და ვენახით, რომლებიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ თხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

წყარო: ივერია, 1877 | 13 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა