საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35210

ფაქტი 35210

1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისა და მისი თანამშრომლების სამადლობელო წერილი ი. შოსტენკოსადმი. შოსტენკოს მიუნიშნებია უზუსტობაზე, რომელიც გაზეთის ერთ-ერთ ადრეულ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში იყო დაშვებული. კერძოდ, სტატიაში რედუტ-კალე (დღევანდელი ყულევი) მოხსენიებული იყო იმერეთის ნავსადგურად. სინამდვილეში რედუტ-კალე სამეგრელოში მდებარეობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35210; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .