1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წელს ახალ ზაქათალადან 30 კმ-ში, ბელაქნის რედუტზე განლაგებული იყო საქართველოს მთავარმართებელ პასკევიჩ-ერევანსკის პოლკის ბატალიონი, რომელიც იქაურობას იცავდა აჯანყებული ლეკებისაგან.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 16 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა