საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35228

ფაქტი 35228

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დაუვალებია ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ პავლე პეტრეს ძე სუხტელენისათვის, ემოქმედა მისი უფლებამოსილების შესაბამისად ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35228; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .