1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, რაიმე ძალა მისცენ, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ უფლება სკოლიდან ვადაზე ადრე გაიყვანონ მოსწავლე. ის თავის მხრივ, მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათ ეკისრებათ 5 მან. სოფლის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგში ეს ხერხი არ გამოდგებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ცარიელი სიტყვები იყო. მისი სიტყვებით, მასწავლებელი ზნეობრივი ტანჯულია აპრილსა და მაისში, როდესაც 50 მოსწავლიდან კლასში შემოდის 20, ბევრჯერ კი – 15.

წყარო: მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი