1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლას შეკეთება არ დასჭირვებია და არაფერი დახარჯულა არც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, არც სოფლის მხრიდან. სასურველი იქნებოდა სკოლის აივნის შეკეთება და გაფართოება, საკლასო დაფის შეღებვა. მასწავლებელი ასევე გამგეობას სთხოვს მასალის მიცემას ხელსაქმისთვის, რადგან ამის გამო მოსწავლეებმა ნაკლები იმუშავეს, მოქსოვეს 4 წყვილი წინდა, შარშანდლიდან დარჩენილი ძაფით, შეკერეს რამდენიმე საბალიშე და მოქსოვეს არშიები ყაისნაღით.

წყარო: მიწერ-მოწერა სკოლის მასწავლებელ თ. ჯორჯაძესთან და ამ უკანასკნელის ანგარიში სკოლის მუშაობის შესახებ | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი