საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35265

ფაქტი 35265

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში გაკვეთილები მიმდინარეობდა ამგვარად: 1-ლ განყოფილებაში დღეში 3 გაკვეთილი, მე-2 და მე-3 განყოფილებაში – დღეში 4, პირველი სამი გაკვეთილი საერთო იყო, მეოთხე გაკვეთილი კი 1-ლი განყოფილების დათხოვნით. ქართული და რუსული ტარდებოდა ყოველდღე, ანგარიში – კვირაში 4-ჯერ, საღვთო სჯული (გალობის დამატებით) – 2-ჯერ. სადილის შემდეგ დამატებით ტარდებოდა ხელსაქმის გაკვეთილი, რომლის დროსაც ვაჟებს ეკითხებოდათ საყმაწვილო წიგნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35265; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .