1918 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის ყოფილი პედაგოგის ნიკო ჯანაშიას (იმსახურა 15 წელიწადი) მეუღლის, ელენე ჯანაშიას თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობის განჩინებით ელენე ჯანაშიას გადაეცა ერთჯერადი დახმარება 600 მანეთის ოდენობით. განსვენებულის ვაჟს – სვიმონს თვეში 100 მანეთი სტიპენდია დაენიშნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1911-1911
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი