საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35283

ფაქტი 35283

1830 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებულება, რომელიც გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიშის შემდეგ. ზაკრევსკის ანგარიში ეხებოდა კავკასიის ოლქებში, ასტრახანის, სარატოვისა და ორენბურგის გუბერნიებსა და დონის მიწაზე გავრცელებულ ქოლერის ეპიდემიას. იმპერატორის ბრძანებულების თანახმად, ავადმყოფობის გავრცელების ტერიტორიაზე უნდა შეჩერებულიყო ოთხმოცდამეთხუთმეტე რეკრუტის ფორმირება იმ დრომდე, სანამ ეპიდემია საბოლოოდ არ აღმოიფხვრებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35283; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .