საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35284

ფაქტი 35284

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ეპიდემიის აღმოფხვრის შემდგომ ზაკრევსკის უნდა გამოეთხოვა იმპერატორის ნებართვა მისი სანქტ-პეტერბურგსა და შინაგან საქმეთა თანამდებობაზე დაბრუნების თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35284; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .