1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი რესკრიპტი. დოკუმენტის თანახმად, გადაწყდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ამიერკავკასიაში გამგზავრება იქ გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად. ზაკრევსკის ყოველკვირეულად უნდა მოეხსენებინა პირადად იმპერატორისათვის ეპიდემიის ადგილებში მოვლენების განვითარების შესახებ.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 9 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა