საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35290

ფაქტი 35290

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის. დოკუმენტის თანახმად, იმ წლის ივნისის პირველ ნახევარში იმპერიის სპარსეთთან მოსაზღვრე პროვინციებში გაჩნდა ეპიდემია, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით ქოლერა მორბუს. ამის შემდეგ ქოლერა გავრცელებულა ამიერ და იმიერ კავკასიაში, ასტრახანის, ორენბურგისა და სარატოვის გუბერნიებში და დონის მიწაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35290; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .