1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. მინისტრის რჩევით უნდა შექმნილიყო ცენტრალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც იქნებოდა გენერალი ან სენატორი. კომისიის ხელმძღვანელი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს მთავარმართებელ ივანე პასკევიჩს, ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ სუხტელენსა და სენატორ ლავროვს. მათ ერთობლივი ძალით უნდა აღმოეფხვრათ ქოლერა.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 4 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა