1830 წლის 18 სექტემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ოსეთში გაწვეული რუსი სამხედროს წერილი N 3 თავისი მოსკოველი მეგობრისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წლის პირველ ივლისს წერა-კითხვის უცოდინარი ოსები ჯავის ხეობიდან მისულან რუსთა ჯარის მეთაურ გენერალ ვასილ იაკობის ძე რენენკამპფთან და წარუდგენიათ საქართველოს მთავარსადალ ციციანოვის მიერ ვითომდა ოსებისთვის გაცემული შეწყალების საბუთი. სინამდვილეში, ეს აღმოჩნდა ოსების 1805 წლის 24 მარტით დათარიღებული მიმართვა, სადაც ისინი თხოვდნენ ციციანოვს მათი გორში დატყვევებული თანამემამულეების შეწყალებას, რაზეც უარი მიუღიათ.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 18 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა