1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკი წინამძღვრიშვილი და იმავე პოლკის პრაპორშჩიკები: ავალიშვილი და ჭავჭავაძე.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости) 1830 | 11 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა