1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. მთამსვლელთა ექსპედიციის ამბები სანკოვსკის გამოუკითხავს დიაკვანი ხაჩატურისათვის, რომელიც პაროტს ახლდა მისი არარატის მთაზე აღმასვლის დროს და ერთი წუთითაც არ მოშორებია მას. გამომცემლის თქმით, ამ კაცის მონათხრობში არსებული წვრილმანები აქარწყლებდა ყოველგვარ ეჭვს ექსპედიციის წარუმატებლობის შესახებ.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости), 1831 | 1 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა