საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35460

ფაქტი 35460

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ოცდამეცხრამეტე ნომერში ივანე ეგორის ძე პაროტს გამოუქვეყნებია ნარკვევი, სადაც აღუწერია თავისი მეორე აღმასვლა არარატის მთაზე და უხსენებია დაბა არგურის უხუცესი სტეფან მელიკო, ვინც ამ აღმასვლის მოწმე ყოფილა. სწორედ ამ კაცის, როგორც პაროტის ექსპედიციის წარუმატებლობის მთავარი მოწმის სიტყვებს ეყრდნობოდა ი. შოპენი თავის სტატიაში, სადაც უარყოფდა პაროტის მიერ არარატის დალაშქვრას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35460; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .