საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35463

ფაქტი 35463

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. პაროტი წერდა, რომ მისი ექსპედიციის არარატზე ასვლის დროზე, მწვერვალის მდგომარეობასა და თვით პაროტის იქ ყოფნის შესახებ მას არაერთხელ მოუყოლია და არაერთი ცნობაც მიუწოდებია პერიოდული გამოცემებისათვის, ხოლო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარს იგი თავისი მოგზაურობის აღწერაში აპირებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35463; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .