საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35509

ფაქტი 35509

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ახპატის შემოგარენის მაცხოვრებლებმა სომეხ ლტოლვილებს შეატყობინეს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი გეგმავდა სპარსთა რაზმთან ერთად მათზე თავდასხმასა და ტყვედ წაყვანას სპარსეთში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35509; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .