1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ალექსანდრე ბატონიშვილმა ახპატში გაჩერებულ სომეხ ლტოლვილებს მისწერა ქართულ ენაზე შედგენილი წერილი, სადაც იგი მოუწოდებდა სომხებს, შეერთებოდნენ რუსების წინააღმდეგ აჯანყებას.

წყარო: ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости), 1830 | 13 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა