საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35514

ფაქტი 35514

1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს მეფე ერეკლეს ძე, ალექსანდრე ბატონიშვილი სათავეში ჩაუდგა აჯანყებულ ყაზახ და ბორჩალოელ თათრებს და ლორეს შემოგარენი დაარბია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35514; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .