საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35527

ფაქტი 35527

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. სტატიაში წარმოდგენილი ციციანოვის რაპორტიდან რუსეთის იმპერატორისადმი ირკვევა, რომ მაიორი ხაჯაევი, რომელსაც 1804 წელს კარაკლისის დაცვა დაევალა, თავის დროზე მეფე ერეკლეს მიუღია კაპიტნად არტილერიაში, ხოლო შემდგომ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით ციციანოვის ჯარში გადაუყვანიათ. ციციანოვის თქმით, ხაჯაევი არათუ საარტილერიო საქმეში, უბრალო არითმეტიკაშიც კი ვერ ერკვეოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35527; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .