საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35547

ფაქტი 35547

1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს საქართველოში რუსთა ჯარების მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა, თბილისის სომეხი მთავარეპისკოპოსის, იოანეს თხოვნით კარაკლისიდან პამბაკში გააგზავნა ცხენოსანთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სომეხი ლტოლვილების გადაადგილება პამბაკის (რუსულ წყაროებში ბომბაქის, დღევანდელი ლორეს) მხარეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35547; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .