საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35561

ფაქტი 35561

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ერევნის მიდამოებთან განლაგებული რუსთა ჯარის მთავარსარდალ პავლე ციციანოვს მოუწვევია სამხედრო საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, მოეხსნათ ერევანზე ალყა თუ შეტევაზე გადასულიყვნენ. ციციანოვი პირველისკენ იხრებოდა, თუმცა საბჭომ უკან დახევა გადაწყვიტა და 1804 წლის 4 სექტემბერს ალყა მოიხსნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35561; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .