1880 წელს მიხეილ ერისთავმა სოფელ კარალეთში საგვარეულო მიწას მიუმატა ნაყიდი მიწა და მეურნეობა დაიწყო. მან გააშენა 14 დესეტინა ხეხილი, მოაშენა საქონელი და ფრინველი, ინგლისიდან ღორები გამოიწერა, ახალი წესით მოაშენა ფუტკრის სკა, გააუმჯობესა პურისა და ბალახის მოყვანა.

წყარო: კლდე, 1918 | 29 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა