1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბაჯის სასწავლებლის მასწავლებელმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისათვის საჭირო იყო: „როდნოე სლოვო“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიის წიგნები, „ლოცვების ახსნა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული“, „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, თითოეული აღნიშნული სახელმძღვანელოს ღარიბთათვის დასარიგებლად გამგეობას უნდა გამოეგზავნა 6-6 ეგზემპლარი, ასევე სხვა სასწავლო ნივთები: ასპიდის დაფები, კუთხედი სახაზავები, კალმები, გრიფელები, საწერი ქაღალდი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი