1881 წლის მარტში სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო: ახალი აღთქმა, „დავითნი“, „არითმეტიკული გამოცანები“, ორბელიანის ლექსები, „დარიგება მასწავლებელთათვის“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ბარათაშვილის ლექსები, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – თითო-თითო ეგზემპლარად, რომლებიც მიღებისთანავე აღრიცხა სკოლის კატალოგში როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან შემოწირული.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი