1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდადის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: „თვალსაჩინო სწავლის“ სახელმძღვანელო რუსულ ენაზე, სრული ქართული ლოცვების წიგნი, წელიწადის დროების სურათები, ბუნების მოვლენების აღწერა რუსულ ენაზე, ნახევარსფეროების რუკა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი