1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 22 ეგზემპლარი, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, კრილოვის „იგავ-არაკნი“ – 2, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 1, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2, „მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 2, „მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, „დარიგება“, (პირველსაკითხავი წიგნი) – 1, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, მიტრიდატ დიდი პონტის მეფე“ – 3, „ბიბლიოთეკა“ – 2, „სურამის ციხე“ – 3, „არსენას ლექსი“ – 1, „ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“ – 1, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 1, „ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1, სტეფენსონი – 1, „არითმეტიკული გამოცანები“ – 1, „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , თვალსაჩინო სწავლა“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, წმინდა სახარება ახალი აღთქმისა – 1, „ბუნების კარი“ – 6, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 2.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი