1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ვანო გიორგის ძე გუნდიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის, სახლების გაჩხრეკვაში, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, სხვადასხვა დაწესებულებებიდან იარაღის აყრასა და მთავრობის წინააღმდეგ იარაღით ბრძოლაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

წყარო: ოქმები ძიებისა, დადგენილებანი და მიმოწერა მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეთა შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი