1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს მეჯვრისხევის ერობის თავმჯდომარე ოქრუაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

წყარო: ოქმები ძიებისა, დადგენილებანი და მიმოწერა მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეთა შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი