1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის წინადადებით, მთავარგამგეობას უფლება მისცეს სათანადო უწყების მიერ ახალი წესდების დამტკიცების დროს თუკი საჭიროება მოითხოვდა დათმობაზე წასულიყვნენ თუ, რასაკვირველია, მათ მიერ წესდებაში შეტანილი ცვლილებები არ იქნებოდა წინააღმდეგი საზოგადოების მიერ დასახული მთავარი მიზნისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი