1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მთავარგამგეობამ რევოლუციური კომისარიატის თავმჯდომარეს სთხოვა საზოგადოების დახურვის დადგენილება არ შესულიყო ძალაში კრების გამართვამდე და მათი ორგანიზაციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის განხილვამდე.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი