1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დახურეს საზოგადოების მაღაზია და კანცელარია, რაც მთავარგამგეობამ შეატყობინა რევოლუციურ კომიტეტს, სთხოვა გაეცა განკარგულება გახნის შესახებ და კომისარიატის განკარგულებით კვლავ გახსნეს მაღაზია და კანცელარია.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი