საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36542

ფაქტი 36542

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ზოგიერთი წიგნის ბეჭდვა შეჩერდა სტამბის დაკეტვის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36542; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .