1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს წარუდგინეს მოხსენება, რომლითაც გააცნეს საზოგადოების მიზანი და სთხოვეს დახმარებოდნენ სტამბით, ფართით და ხელი შეეწყოთ ქაღალდის შოვნაში, თუმცა კომიტეტისგან პასუხი არ მიუღია მთავარგამგეობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი