საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36551

ფაქტი 36551

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილმა აღნიშნა, რომ 1921 წლის 3 ივლისის საზოგადოების კრების ოქმში გამოტოვებული იყო მისი კითხვა „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრების შესახებ, რომლებმაც „დედა ენის“ ნაცვლად ანბანი შეადგინეს და სათანადო უწყებას წარუდგინეს შესაფასებლად. ტარუაშვილს სურდა გაეგო რა ეტაპზე იყო აღნიშნული საკითხის განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36551; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .