საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36585

ფაქტი 36585

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების თანხები სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ა. სამოქმედო/სააღებმიცემო, ბ. სათადარიგო და გ. საგანგებო. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36585; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .