საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36586

ფაქტი 36586

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების შემოსავალი იყო: წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან გადმოსული თანხები და ქონება, მოგება წიგნების გამომცემლობისა და ვაჭრობისა, საწევრო ფული და შემოწირულობები. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36586; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .