საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36601

ფაქტი 36601

1922 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის განათლების სახალხო კომისარს მისწერა, რომ უდგენდა ორ პროექტს საზოგადოების წესდების ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც საზოგადოებას ერქმეოდა ახალი სახელი – წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება, რომლის მიზანი წიგნების გამოცემა და გავრცელება იქნებოდა. წერილს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36601; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .