საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36603

ფაქტი 36603

1866 წლის 15 თებერვალს გადაწყდა დაარსებულიყო კომისია, რომლის წევრებსაც დაევალებოდათ ქალაქის მაცხოვრებლების რიცხვის დათვლა და მათი ქონების აღრიცხვა. კომისია დაიყო ოთხ კომიტეტად. პირველი კომიტეტის წევრები იყვნენ: რ. ნ. ანდრონიკოვი, ე.არწუნი , ა. გ. ლისოვსკი და ი. კ. ბაგრატიონ-მუხრანსკი. მათ უნდა შეედგინათ იმ თავად-აზნაურების სიები, რომლებსაც ქალაქში ან უძრავი ქონება ჰქონდათ, ან ვაჭრობდნენ, ან ხელოსნობდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36603; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .